09.07.2026 17:57
ნატო-ს მიერ რუსეთის საფრთხედ გამოცხადება აგრესიულ ქმედებას წარმოადგენს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს ჩვენ გვავალდებულებს, რომ ძლიერები ვიყოთ და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა გავაგრძელოთ. პირველი რიგში, ჩვენ ნატო-ს აგრესიული ქმედებების ფონზე, ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარება და ინტერესების დაცვა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ვინმეს საფრთხედ გამოცხადება თავისთავად აგრესიული ქმედებაა", - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, ნატო-ს ლიდერებმა ანკარაში გამართული სამიტის დეკლარაციაში დააფიქსირეს, რომ რუსეთი „გრძელვადიან საფრთხეს" წარმოადგენს.
„ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის რუსეთის მიერ შექმნილი გრძელვადიანი საფრთხის, ასევე ტერორიზმის მუდმივი საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად ალიანსის წევრი ქვეყნები ჰააგაში აღებულ თავდაცვის ვალდებულებებს ასრულებენ", - ნათქვამია ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში.
ავტორ(ებ)ი :