ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 3800-ს აჭარბებს 09.07.2026 12:41

 

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3800-ს აჭარბებს, - ინფორმაციას „ეიბისინიუსი" ავრცელებს. 

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ხორხე როდრიგესის ცნობით, 24 ივნისს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3811-ს აღწევს, დაშავებულთა რიცხვი  კი 16740-ს შეადგენს. 

ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები 24 ივნისს ერთმანეთისგან რამდენიმე წამის ინტერვალით მოხდა.

მიწისძვრების შედეგად ყველაზე ძლიერად დედაქალაქ კარაკასის ჩრდილოეთით, ლა-გუაირას სანაპირო რაიონი დაზარალდა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ