09.07.2026 12:37
უკრაინა საბერძნეთს აფრთხილებს, რომ ღია ზღვაში ნებისმიერი რუსული გემი კვლავ მათი სამიზნე იქნება. ამის შესახებ EURACTIV წერს. ამის მიზეზი გახდა ინციდენტი საბერძნეთის კუნძულ ლეფკადასთან, სადაც უკრაინული საზღვაო დრონი იპოვეს.
ბერძნული მხარის ინფორმაციით, სავარაუდო სამიზნე იყო რუსული ტანკერი ხმელთაშუა ზღვაში, მაგრამ დრონი ტექნიკური გაუმართაობის გამო მწყობრიდან გამოვიდა და ჩამოვარდა. ამ ფაქტმა საბერძნეთის გაღიზიანება გამოიწვია, მათ უკრაინას ოფიციალური ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს და გარანტია, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება, რადგან არ სურს, რომ ხმელთაშუა ზღვა ომის ზონად გადაიქცეს.
უკრაინამ ოფიციალურად ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო, თუმცა, ამავე ინფორმაციით, არაოფიციალურად განაცხადა, რომ არ აპირებს, უარი თქვას რუსეთის გემებზე თავდასხმებზე, თუ ამას თავდაცვისთვის საჭიროდ ჩათვლის.
უკრაინა ასევე ამბობს, რომ 1996 წლის უკრაინა-საბერძნეთის მეგობრობის ხელშეკრულების მიხედვით, მსგავს საკითხებზე ჯერ კონსულტაციები უნდა გამართულიყო, ხოლო, მათი აზრით, საბერძნეთმა ეს არ გააკეთა და საკითხი მედიაში ზედმეტად პოლიტიზებული გახდა.
ავტორ(ებ)ი :