პეტერ მადიარი – უკრაინა არის მსხვერპლი, რუსეთი კი სასტიკი აგრესორი, უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა 08.07.2026 11:04

მინდა, უნგრეთის მთავრობის სახელით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ უკრაინა არის მსხვერპლი, რუსეთი კი - სასტიკი აგრესორი, უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა, სადაც ნატო-ს სამიტი იმართება.

 

მისი თქმით, უნგრეთი გააგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას, თუმცა სამხედრო მხარდაჭერას არ გაუწევს.

 

„როგორც არაერთხელ მითქვამს, უნგრეთი უკრაინას არც იარაღს მიაწვდის და არც ჯარებს გაგზავნის", - განაცხადა მადიარმა.

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოკლე საუბრის შესაძლებლობა ჰქონდა, სადაც მხარეები მომავალში ორმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ამასთან, მადიარმა აღნიშნა, რომ უნგრელებს სჯერათ ნატო-ს ძალისა და ერთიანობის.

 

„ჩვენი საერთო ინტერესია ერთიანი ნატო-ს არსებობა და ჩვენ მზად ვართ, უნგრეთი კვლავ სანდო მოკავშირედ დავაბრუნოთ. უნგრეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვის ხარჯების ეტაპობრივ ზრდასთან დაკავშირებით და ქვეყანა 2035 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ის დახარჯვის მიზანს მიაღწევს", - განაცხადა მადიარმა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ