უკრაინამ დრონებით ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 2 700 კილომეტრზე მდებარეობს 07.07.2026 20:54

 

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 2 700 კილომეტრში მდებარეობს, თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ეს კიევის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე შორეული თავდასხმა იყო მთელი ომის განმავლობაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დარტყმას მნიშვნელოვანი წარმატება უწოდა.

უკრაინულმა თავდაცვითი ტექნოლოგიების კომპანიამ, Fire Point-მა განაცხადა, რომ ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა FP-1 ტიპის მოდერნიზებული დრონებით. კომპანიამ ამ ფრენას რეკორდული უწოდა. დაფარული მანძილის მიხედვით. ეს იყო მოიერიშე დრონების რეკორდული ფრენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ