07.07.2026 17:50
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნატო-თი იმედგაცრუებულია.
„მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ნატო-თი. გულახდილად რომ ვთქვა, ეს სამიტი თურქეთში რომ არ ტარდებოდეს, სადაც ჩემი მეგობარი ძალიან ძლიერი ლიდერია, შესაძლოა, საერთოდ არც დავსწრებოდი," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს სამიტის თურქეთში გამართვა დიდი მოვენაა. ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, აშშ-ს არავის დახმარება სჭირდება.
„ჩვენ კარგად არ მოგვექცნენ იმის გამო, რაც ირანში გავაკეთეთ. ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება, მე მათი დახმარება არც კი მინდოდა," - აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მ ნატო-ში „ტრილიონობით დოლარის" ინვესტიცია ჩადო სხვა ქვეყნების, ასევე კანადის დასაცავად.
„მე ვამბობ, რომ ეს კარგია, იფიქრებდი, რომ ისინი დიდი სიამოვნებით გააკეთებდნენ რამეს ჩვენს დასახმარებლად, მათ კი ეს რეალურად არ გააკეთეს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა გაიხსენა კირ სტარმერის ქმედებები, რომელიც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 22 ივნისს გადადგა.
„კირ სტარმერი უკვე აღარ არის თანამდებობაზე, ეს იყო ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა. მან თქვა - „არა, ჩვენ ომის დასრულების შემდეგ დაგეხმარებით". მე ვუთხარი, რომ ასეთი დახმარება არ მჭირდება. ჩვენ საერთოდ არ გვჭირდებოდა არანაირი დახმარება. გარკვეულწილად, მე ხალხს ვცდიდი, რათა დამენახა, იქნებოდნენ თუ არა ისინი ჩვენს გვერდით", - განაცხადა ტრამპმა.
ავტორ(ებ)ი :