ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა 07.07.2026 13:39

ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ანკარაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე სიტყვით გამოვა, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და ასევე, საღამოს დაგეგმილ ნატო-ს ლიდერების ვახშამს დაესწრება.

მოსალოდნელია, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ თეთრ სახლში განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ანკარაში, ნატო-ს სამიტზე განიხილავს.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ