07.07.2026 16:14
მონაკოში უკრაინელი ოლიგარქის, ვადიმ ერმოლაევის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს. უკრაინული მედიის ცნობით, ქალის ცხედარი დაახლოებით 23:00 საათზე აღმოაჩინეს. ის დამარხული იყო. წყაროების ცნობით, ქალი მოკლეს. ის უკრაინის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა 2025 წლის 22 მარტიდან 2026 წლის 1-ელ ივლისამდე.
სამართალდამცავი ორგანოების კიდევ ერთმა წყარომ განაცხადა, რომ საქმეზე ორი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ერთი მთავარი სადაზვერვო დირექტორატის მოქმედი თანამშრომელია, მეორე კი - სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომელი.
29 ივნისს მონაკოში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სანქცირებული უკრაინელი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი.
3 ივლისს ინტერპოლმა ოფიციალურად გამოაცხადა ძებნა უკრაინის მოქალაქე ანასტასია ბერეზოვსკაიაზე. იგი ეჭვმიტანილია მონაკოში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებაში, რომლის აფეთქების შედეგადაც დაშავდნენ სანქცირებული ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი და მისი ოჯახის წევრები. 4 ივლისს ერმოლაევი გონს მოვიდა და კომიდან გამოვიდა. მონაკოში აფეთქების შემდეგ მისი მკურნალობის პროცესი გრძელდება.
ავტორ(ებ)ი :