05.07.2026 12:47
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა 2 954-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 16 ათასს აღემატება. დაკარგულად ითვლება ათასობით ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
მიწისძვრის შედეგად 15 ათასამდე ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი. დაზიანებულია 800-ზე მეტი შენობა. 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა ვენესუელაში 24 ივნისს მოხდა.
ავტორ(ებ)ი :