უკრაინული მედია - ანკარის სამიტზე ნატო რუსეთს საფრთხედ გამოაცხადებს და უკრაინას ორი წლის განმავლობაში 140 მილიარდ ევროს დაპირდება 03.07.2026 20:58

ანკარის სამიტზე ნატო რუსეთს საფრთხედ გამოაცხადებს და უკრაინას ორი წლის განმავლობაში 140 მილიარდ ევროს დაპირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ანკარაში სამიტის დეკლარაციის ტექსტში იგეგმება რუსეთის, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხის განსაზღვრა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის ყოველწლიურად 70 მილიარდი ევროს დაპირება 2026 და 2027 წლებში.

„ანკარაში ნატოს სამიტის დეკლარაციის პროექტი ამჟამად დამტკიცების საბოლოო სტადიაზე იმყოფება, მოკავშირეებს განხილვების დასრულება დღეს, 3 ივლისს, სურთ", - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

რუსეთის, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხის განსაზღვრა წინა დეკლარაციებიდან იქნება შენარჩუნებული. თუმცა დეკლარაციის „უკრაინის შესახებ" ნაწილის ახალი თეზისი იქნება უკრაინის უსაფრთხოების სფეროში ნატოს მხრიდან დახმარების არა მხოლოდ მიმღებად, არამედ ნატოს ევროპელი მოკავშირეებისთვის უსაფრთხოების „მიმწოდებლად" აღიარება.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ