პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა რუსების 16 თავდასხმა მოიგერიეს 17.02.2023 10:38

რუსეთ-უკრაინის ომის 339-ე დღეს, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაისროლეს, - ინფორმაციას უკრიანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

 

„მტერმა, გასული დღის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის 41 რაკეტა გამოიყენა. 16 რაკეტა ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს. გარდა ამისა, ოკუპანტებმა განახორციელეს 24 საჰაერო დარტყმა და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 50-ზე მეტჯერ გახსნეს. არიან დაჭრილები და დაღუპულები მშვიდობიან მოსახლეობაში“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

 

უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმა ხერსონის, ლუგანსკისა და დონეცკის 16 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს.

 

„მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე“, - აცხადებენ გენშტაბში.

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულომს არ შეუერთდება.

 

”იმედი მაქვს, ბელარუსი არ შეუერთდება ომს. თუ ასე იქნება, ჩვენ ვიბრძოლებთ და გადავრჩებით”, - აღნიშნა ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში.

 

მისი თქმით, რუსეთისთვის იმის საშუალების მიცემა, რომ ბელარუსი უკრაინაზე თავდასხმის პლაცდარმად გამოიყენოს, უზარმაზარი შეცდომა იქნება.

 

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ გუშინ განაცხადა, რომ ბელარუსს ომი არ სურს, მაგრამ თუკი თუნდ ერთი უკრაინელის ჯარისკაცი საზღვარს გადაკვეთს, რუსულ ჯარებთან ერთად საკუთარი ტერიტორიიდან იბრძოლებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ