პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს 16.02.2023 22:24

 უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს.  ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.

 

“ვაგრძელებთ უკრაინელების სახლში დაბრუნებას. დღეს სახლში ჩვენი 100 მებრძოლი და 1 სამოქალაქო მოდიან. გათავისუფლებულ მებრძოლთა შორის არიან ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები. მათგან 94 მარიუპოლის დამცველია, “აზოვსტალიდან” 63 მებრძოლის ჩათვლით. ახლობლები მათ ასე დიდ ხანს ელოდებოდნენ.

 

გმირებიდან ბევრმა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღო”, - წერს ერმაკი.

 

ტყვეთა გაცვლასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება. მათი თქმით, რუსეთმა 101 სახმედრო დაიბრუნა.

 

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ