პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
მიწისძვრიდან 10 დღის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან გოგონა ამოიყვანეს 16.02.2023 17:43

მიწისძვრიდან 10 დღის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან  გოგონა ამოიყვანეს. ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს.


17 წლის ალეინა ოლმეზი მაშველებმა ქალაქ ქაჰრამანმარაშში იპოვეს.

 

მაშველების თქმით, ამოყვანისას ალეინა კონტაქტური იყო და ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

 

გასულ კვირას თურქეთის სამხრეთით მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 36 187 ადამიანი ემსხვერპლა, 

 

6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრებმა, რომლის ცენტრი იყო კაჰრამანმარას პროვინციაში, დაზარალდა 13 მილიონზე მეტი ადამიანი 11 პროვინციაში, მათ შორის ადანაში, ადიამანში, დიარბაკირში, გაზიანთეპში, ჰატაიში, კილისში, მალატიაში, ოსმანიეში, შანლიურფაში და ელაზიგიში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ