პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს - დეტალები 15.02.2023 17:25

რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს, კიდევ 6-თან - გამარტივებული წესით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას განაცხადა.

 

„სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ვმუშაობთ. ახლა დაახლოებით, თერთმეტ ქვეყანასთან უკვე დაგეგმილია უვიზო მიმოსვლისთვის ხელმოწერა, კიდევ ექვსთან, თუ არ ვცდები, ინდოეთის, ინდონეზიით ჩათვლით, - გამარტივებული პირობები, სრულიად მარტივი. არ დაგვავიწყდეს, რომ ვმუშაობთ დიდი რაოდენობით ქვეყნებისთვის ელექტრონული ვიზების გაცემაზე შეზღუდვების მოხსნაზე, იქ დაახლოებით 70 ქვეყანაა, გარდა არამეგობრულებისა, რომლებმაც შეწყვიტეს ჩვენთვის გამარტივებული წესით ვიზების გაცემა”, - განაცხადა ლავროვმა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ