15.02.2023 12:28
რუსეთ-უკრაინის ომის 337-ე დღეს, უკრაინაში საოკუპაციო ძალები განსაკუთრებით გააქტიურდნენ დონბასის ტერიტორიტორიაზე. უკიდურესად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული დღე- ღამის განმავლობაში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, თავდაცვითმა ძალებმა რუსული იერიშები, 5 დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ბახმუტის მისადგომებთან მოიგერიეს.
ფრონტის აღმოსავლეთ ფლანგზე შექმნილ ვითარებას ღამის ტრადიციული მიმართვისას, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. იქ შექმნილ ვითრებას უკიდურესაც მძიმე უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ დონბასში რუსული პოტენციალის უპრეცედენტო განადგურება ხორციელდება. „ეს არის ბრძოლა უკრაინის მიწის ყოველი მეტრისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მდგომარეობა ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთში, უკიდურესად მძიმეა, - განაცხადა ზელენსკიმ.
„სიტუაცია ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, უკიდურესად მძიმეა. ეს არის ბრძოლა უკრაინის მიწის ყოველი მეტრისთვის. უნდა გვესმოდეს ამ ბრძოლების მნიშვნელობა. იქ მოგებული ყოველი მეტრი მთელი ჩვენი სახელმწიფოს დაცვაა. ყოველი დღე, რომელსაც ჩვენმა გმირებმა გაუძლეს ბახმუტში, ვუჰლედარში, მარინკასა და დონბასის სხვა ქალაქებსა და თემებში, რუსული აგრესიის კვირების განმავლობაში შემცირებას ნიშნავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დონბასში რუსული პოტენციალის უპრეცედენტო განადგურება ხორციელდება.
"იმას, რასაც მტერი ჩვენს დონბასში კარგავს, ვეღარ აღადგენს. ეს რუსული აგრესიის სწორედ ის პოტენციალია, საიდანაც ტერორისტული სახელმწიფოს ხელმძღვანელობა ელოდა ჩვენი მთელი უკრაინის განადგურებას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge