კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
აშშ-ში, პროდუქტების მაღაზიაში, კაცმა $750 000 მოიგო 14.02.2023 12:50

მერილენდის შტატში მცხოვრებმა კაცმა პროდუქტების მაღაზიაში ლატარიის ბილეთი იყიდა სოლიდური თანხა მოიგო. ამის შესახებ Sun-ი წერს.

 

კაცის თქმით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, 6 თებერვალს, შუაღამეს ის შიმშილმა გააღვიძა, რის გამოც სახლთან მდებარე მარკეტში წასვლა და შემწვარი ქათმის ყიდვა გადაწყვიტა. იქ მან დახლზე ლატარიის ბილეთები დაინახა და ჯიბეში ნაპოვნი ხურდებით რამდენიმე იყიდა.

 

როგორც კაცი იხსენებს, მან დიდი ხანი ჩაძინება ვერ შეძლო და თავისი ბილეთების შემოწმება გადაწყვიტა. როგორც აღმოჩნდა, მან 750 000 დოლარი მოიგო.

 

გამარჯვებულის თქმით, მოგებული თანხით ის თავისთვის და შვილისთვის ახალი სახლების ყიდვას გეგმავს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ