კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა რუსების კუთვნილი ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს - ომის 336-ე დღე 14.02.2023 11:01

ომის 336-ე დღეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსების კუთვნილი ორი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

 

„გასული დღის განმავლობაში, უკრაინულმა ავიაციამ 15 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილებს. ჩვენმა დამცველებმა ასევე ჩამოაგდეს მტრის ორი - სუ-24მ და სუ-25 ტიპის თვითმფრინავი“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

 

უწყების ცნობით, გარდა ამისა, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსების სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 7 ზონას და რუსების კუთვნილ საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს. გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან დარტყმების საფრთხე კვლავ მაღალია.

 

„გასული დღის განმავლობაში მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 2 სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა განახორციელა. მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი, ცეცხლი 55-ჯერ გახსნა“, - აცხადებენ გენშტაბში.

 

რუსულმა ძალებმა კი, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 85-ჯერ გახსნეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

 

"მტერმა 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელა და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 85-ჯერ გახსნა. რუსეთის მხრიდან საჰაერო და სარაკეტო დარტყმების განხორციელების საფრთხე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კვლავ მაღალია", - აცხადებენ გენშტაბში.

 

უწყების ცნობით, ვოლინის, პოლესკის, სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებებით, რუსულმა ძალებმა 18 დასახლებული პუნქტი დაბომბეს. კუპიანსკისა და ლიმანსკის მიმართულებით კი ცეცხლი ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან 22 დასახლებულ პუნქტს გაუხსნეს.

 

ამასთან, რუსებმა ბახმუტის მიმართულებით 16 დასახლებული პუნქტი ტანკებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და საარტილერიო სისტემებიდან დაბომბეს. ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით კი - 25 დასახლებული პუნქტი დაიბომბა.

 

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში ზაპოროჟიეს ოლქის რვა დასახლება და დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის ტერიტორია დაბომბეს. ხერსონის მიმართულებით კი - ხერსონისა და 20 დასახლებული პუნქტის წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ