კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
მსოფლიო საფრანგეთი და კანადა ბელარუსში მყოფ თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ 14.02.2023 01:10

საფრანგეთისა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროები თავიანთ მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

 

„მოერიდეთ ბელორუსიაში ყოველგვარ მოგზაურობას ადგილობრივი კანონების თვითნებური გამოყენებისა და რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხის გამო“, – ნათქვამია კანადის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

დასავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები მიიჩნევენ, რომ რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე მათი ქვეყნის მოქალაქეები შესაძლოა, დაკავებისა და იძულებითი მობილიზაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ დღეს რუსეთის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კი, ქვეყანამ „მობილიზაციას დაქვემდებარების“ საფრთხე დაასახელა.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ