ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული ძალების 20 შეტევა მოიგერიეს - ბოლო ცნობები ომის ეპიცენტრიდან 09.02.2023 11:25

რუსეთ - უკრაინის ომის 351-ე დღეს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული ძალების შეტევა დონბასის 20 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

 

„გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, ბელოგოროვკას დასახლებებთან და დონეცკის ოლქის ვიემკას, ფედოროვკას, ბახმუტის, კრასნაია გორას, პარასკოვიევკა, ივანოვსკოე, ჩასოვ იარი, ნოვოკალინოვოიე, ვოდიანოეს, პერვომაისკოეს, ვესელოეს, კრასნოგოროვკას, ავდიივკას, მარინკას, ბოგოიავლენკასა და პრეჩისტოვკას დასახლებებთან და ზაპოროჟიეს ოლქის ნოვოანდრეევკას დასახლებასთან“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში.

 

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის, ანტონიო კოსტას განცხადებით კი, მისი ქვეყანა უკრაინას მომავალ თვეში სამ ერთეულ „ლეოპარდ 2“ ტიპის ტანკს გადასცემს.

 

„ვახორციელებთ „ლეოპარდ 2“ ტანკების აღდგენისა და ტექნიკური მომსახურების გეგმას და, გეგმის მიხედვით, მარტში შევძლებთ სამი მათგანი გავუგზავნო. სწორედ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა კოსტამ ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 

ცნობისათვის, გასული კვირის ბოლოს პორტუგალიის პრემიერმა განაცხადა, რომ „ლეოპარდის“ ტანკების შესაკეთებლად საჭირო ნაწილების მოსაპოვებლად გერმანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

 

პორტუგალიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, ადმირალმა ანტონიო სილვა რიბეირომ ადრე განაცხადა, რომ ქვეყანას 37 ერთეული „ლეოპარდ 2“ ტიპის ტანკი აქვს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ