ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა - მედია 08.02.2023 14:48

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავში, რომელშიც უკრაინის პირველი პირი იმყოფება, ახლახან ლონდონის სტანსტედის აეროპორტში დაეშვა.

 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის გარეთ ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია. პირველად ზელენსკი აშშ-ში იმყოფებოდა.

 

Sky News-ი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ -მინისტრის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერს, რიში სუნაკს და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება.

 

საინფორმაციო სააგენტო AP-ის ცნობით კი, უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პარლამენტსაც მიმართავს სიტყვით.

 

გარდა ამისა, ბაკინგემის სასახლემ ახლახან განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ