30.10.2020 11:09
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი 31 ოქტომბრის არჩევნებს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების პარტნიორობით პირველი ერთობლივი სადამკვირვებლო მისიით დააკვირდება. ამასთან დაკავშირებით ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სადამკვირებლო მისიების ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისიის ხელმძვანელმა ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა, რომ სადამკვირვებლო მისია ათივე რეგიონს მოიცავს და დაახლოებით 100-კაციანი მისიით იქნება წარმოდგენილი.
“წელს პირველად ჩვენი მისია ერთობლივად აკვირდება საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად. ჩვენს გერმანელ პატნიორ ორგანიზაციებთან ერთად შევიმუშავეთ ის საერთო პრინციპები, რომელიც აუცილებლია ყველა სადამკვირვებლო მისიისთვის, მიუკერძოებლობა, არაპარტიული მიკუთვნება, გამჭვირვალობა, სიზუსტე, არის ის მთავარი პრინციპები, რითაც ჩვენი სადამკვირვებლო მისია განახორციელებს 2020 წლის არჩევნების მონიტორინგს”,- განაცხადა ჩაჩავამ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge