ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
GE EN RU
"რადიკალური ოპოზიცია საარჩევნო დარღვევებზე ცრუ ინფორმაციების შექმნას შეეცდება"- თეა წულუკიანი 27.10.2020 12:35

 

 

იუსიტიციის ყოფილი მინისტრის და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეოთხე ნომრის თეა წულუკიანის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია საარჩევნო დარღვევებზე ცრუ ინფორმაციების შექმნას შეეცდება. ეს განცხადება თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.


„ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებს აგებს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით არსებობს გარკვეული სქემა. ამ სქემის თანახმად ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი, ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან რომ შექმნან ცრუ ინფორმაციები. თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭირვალედ ჩატარებას თავი ვერ გაართვეს და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით განახორციელონ გარკვეული ქმედებები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისივე თქმით, ბოლო დღეებში გამოქვეყნებულ სხვადასხვა კვლევა მოწმობს, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ აქვს ამომრჩევლის 60 პროცენტამდე მხარდაჭერა. მისივე თქმით, ეს ძალიან კარგად იციან ოპონენტებმა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ