03.09.2020 12:46
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ამასთან, კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიასა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული ალტერნატიული პროექტები ჩავარდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატიული წინადადება საარჩევნო უბნებთან 50-მეტრიან რადიუსში აგიტაციის აკრძალვას, ასევე დარღვევებზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა.
ეკა ბესელია კი საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, ბიულეტენების ხელახლა დათვლის პროცედურის განსაზღვრას ითხოვდა.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge