ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
GE EN RU
თბილისის 8 ოლქიდან 6-ში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია 19.06.2020 13:38

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

 

როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, თბილისის ოლქებში კონკრეტულ კანდიდატებს ოფიციალურად შეხვედრის დასრულების შემდეგ დაასახელებენ.

 

მათი ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეულია ექვს ოლქზე, ხოლო ორ ოლქზე კონსულტაციები გრძელდება.

 

კანდიდატების ოფიციალურად წარდგენამდე, ოპოზიციის ლიდერები ადასტურებენ, რომ ვაკეში კენჭს ელენე ხოშტარია იყრის, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, ისანში გიორგი ვაშაძე და ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი. რაც შეეხება ორ ოლქში წარსადგენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს, პარტიის წევრის, თინა ბოკუჩავას განმარტებით, გლდანში კენჭს ნიკა მელია, ხოლო სამგორში ლევან ხაბეიშვილი იყრის.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ