ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ოპოზიციის ადგილი გლდანის ნაგავსაყრელზეა - გოგა ხაინდრავა 16.02.2021 17:43

2 თებერვალს, საქართველოს  X მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სხდომის დასაწყისში პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.


საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა  სხდომაზე პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი გამოიტანა. კენჭისყრის შედეგად, 51 ოპოზიციონერი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.


პანდემიის ფონზე, არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკურად ისევ დაძაბული სიტუაციაა. 25 თებერვალს, თბილისსა და ბათუმში, ოპოზიცია მშვიდობიან აქცია-მსვლელობის გამართვას გეგმავს.



როგორია ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემო? სადამდე შეიძლება მივიდეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის არსებული დაპირისპირება? ამ და სხვა საკითხებზე ჯორჯიან თაიმსს რეჟისორი გოგა ხაინდრავა ესაუბრა.

 

ეს არ არის ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირება, ეს არის დეგრადირებულ ჯგუფსა და სახელმწიფოს შორის დაპირისპირება. ოპოზიცია ცდილობს დაანგრიოს ყველა წესი, რაზეც სახელმწიფო დგას. ეს არის მეხუთე კოლონა,  ფანჩატურში შეკრებილი ხალხი,  არანაირი ერთობა მა არ აქვთ, შავი ჭირივით ვერ იტანენ ერთმანეთს.  მათი ერთადერთი მიზანი სახელმწიფოს დანგრევააეს ფარი, რომ ვითომ უპირისპირდებიან მმართველ ძალას, მხოლოდ შირმაა, ამის უკან მიდის ღია, დაუფარავი სახელმწიფოს ნგრევა.

პირდაპირ ებრძვიან წესს, კანონს და სახელმწიფოს,  პროტესტს ასე გამოხატავენ. პანდემიასთან დაკავშირებით შემოტანილი წესები ჩვენი მოგონილი არ არის. მას მთელი მსოფლიო გამოიმუშავებს  და ბუნებრივია, ამას ჩვენც ვასრულებთ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებიმინდა გითხრათ, რომ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში ბევრად უფრო მძიმე წესებია, ვიდრე საქართველოში. ის, რასაც აკეთებს ჯაფარიძე, ოქრუაშვილი, ნათელაშვილი, მელია - ეს სახელმწიფოსთან ბრძოლაა და  არა - „ქართულ ოცნებასთან“.

ქართული ოცნებაგანცალკევებით დგას და პირიქით,  დივიდენდები მოსდის მას და  საზოგადოების თვალში ძლიერდება.  ნებისმიერ ადამიანს ესმის, რომ კანონის დაპრისპირება, ეს არის საკუთარი ოჯახის და ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა.

 

როგორ შეაფასებთ ოპოზიციის პარლამენტში არ შესვლის ფაქტს?

ჩემი ყველაზე დიდი პრეტენზიაქართულ ოცნებასთანის არის, რომ ოპოზიციას თავი დაანებონ; რატომ ეხვეწებიან?! რა უნდა ამ ნაგავს პარლამენტში, ამათი ადგილი გლდანში სანაგვეზეაყველაზე მეტად ვინც პროტესტს  აცხადებს, იმათ პარლამენტში ყოფნის არანაირი უფლება არ აქვთ. ილუზიაში არიან, პარალელური სამყარო აქვთ შექმნილი და ფიქრობენ, რომ საზოგადოებაც იმ სამყაროში ცხოვრობს. საზოგადოება ეკონომიკური და პანდემიით შექმნილი  პრობლემებით ცხოვრობს. ამ მძიმე დროს პოლიტიკოსებმა ხელი უნდა შეუწყონ საზოგადოებას და არა - ჩაძირონ. არეულობა, ქაოსი, ნგრევა კიდევ უარეს გაჭირვებას გამოიწვევსშალიკო ნათელაშვილს შეიძლებ, რომ ქვეყანა ანდოან ნინო ბურჯანაძესა დალელოს“ ?

ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ დღეს მმართველ პარტიას ოპოზიცია არ ჰყავს. ოპოზიცია არის განათლებული, მდგრადი ადამიანები,  ვინც ალტერნატიულ  გზებსა და შესაძლებლობებს სთავაზობენ ხელისუფლებას. ეუბნებიან, რომ ასე კი არ უნდა განვითარდეს ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა, არამედ, ამ გზით. ჩვენ საზოგადოება რომ მოვუსმენთ, უკეთესად განვსჯით ვინ, - არის მართალი და ვინ - არა.

 

-  როგორ ფიქრობთ, დააკავებენ თუ არა ნიკა მელიას?

-  ნიკა მელია არავის აინტერესებს, არც თავისიანებსის არის მასხარა, როგორც მისი ბელადი სააკაშვილირომელიც ბოროტი მასხარა იყო და ქვეყანაბევრი ვნება მიაყენა . მნიშვნელობა აქვს წესსა და კანონს. კანონი თუ იმართება ამ ქვეყანაში, მაშინ ასეა. მის დაჭერა - არ დაჭერას კანონი გადაწყვეტს. ყველა ვუყურებდით 20 ივნისის ღამეს, რომ გართულდა ვითარება არავინ აღარ იყო იქ, მიატოვეს ზონდერ ჯგუფები და თვითონ გაქრნენახლა კი, ეს ადამიანი ბაქიბუქობს...

 

 

-  ბოლო პერიოდში, ხშირად საუბრობენ გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლაზე. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ?

-  გახარია არის ერთ-ერთი გამორჩეული კრიზის მენეჯერი. ხელისუფლების სათავეში დგას კაცი, რომელმაც ზუსტად იცის, რას აკეთებს. მჯობნზე მჯობი არ დაილევა და იდეალურიც არ არსებობსვფიქრობ, ასეთი პრემიერი საქართველოს არ ჰყოლია. ეს არის კაცი, - მშვიდი, გონიერი, გამოცდილი, ეკონომიკა და მართვა კარგად იცის. ყველაზე მნიშვნელოვან დროს, როდესაც მსოფლიომ არ იცოდა, როგორ გამკლავებოდა კორონავირუსს, მან ამ პრობლემას ყველაზე კარგად გაართვა თავი. იმ დროს, როცა წინა ხელისუფლებებს კანონი და წესი არ ჰქონდათ, რომ გამოეყენებინათ. გიორგი გახარიამ ძალიან ზუსტი კანონის შესაბამისი ზომები გაატარა. მიტომ, ვერ იტანენრატომ უნდა წავიდეს? ან ვინ უნდა მოვიდეს?! კობახიძეზე საუბარი სიგიჟეა. ის შეიძლება გაეროს თავმჯდომარე გახდეს, მაგრამ, პრემიერობასთან არანაირი კავშირი მას არ აქვს. კონსტიტუციონალისტია, კარგი იურისტი, თავისი საქმე იცის, იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ახლა არის პარტიის თავმჯდომარე. ეს არის მისი კარიერის მწვერვალი.

 

როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის ფაქტს?

 

ეს ერთგვარი სპორტული ქმედება იყო. ის სწორად მოიქცა, 10 წელი გაწვრთნა გუნდი და შემდეგ თავის ნებაზე გაუშვა. თვითონ პოლიტიკის მოყვარული არასოდეს არ ყოფილა. ეს არ იყო მისი მოწოდება და მისი ადგილი, არც ამის სურვილი არ ჰქონია. სულ სხვა სფეროს კაცია.  მისი პოლიტიკაში მოსვლა ვითარებამ განაპირობა.

ჩემთან მიმართებაშიც დგება მსგავსი კითხვები. მე არასოდეს ვეწაფოდი პოლიტიკას და არც არასოდეს მაინტერესებდა. მაგრამ, ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ ორჯერ ვიყავი პარლამენტში არჩეული და ორჯერ -  სახელმწიფო მინისტრი. მე ვარ რეჟისორი, მაგრამ ქვეყნის ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც უარს ვერ იტყვი რაღაცაზე. ასე იყო ბიძინაც. პოლიტიკური ცხოვრებისა  და  ქვეყანის განვითარებისთვის, ეს  აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი თავი დაიმკვიდრა საქართველოშიც და მსოფლიოშიც. ის, რასაც ამბობს, ყველაფერს აკეთებს. სააკაშვილი მეხუთედ მოდის საქართველოში და ჯერ კიდევ ვერ ვნახეთ. ხან წყლით მოდის, ხან - გვირაბით...  ბიძინა ივანიშვილმა კი 2011 წლიდან, პირველი განცხადებიდან მოყოლებული, რაც თქვა, ყველაფერი გააკეთა.  


თქვენი აზრით, რატომ უპირისპირდებიან პატრიარქს ასე ღიად?

- საქართველოს პატრიარქი მართლმადიდებლურ სამყაროში ნომერ პირველი ფიგურა.  45 წელია, რაც ის ავტოკეფალური ეკლესიის სათავეშია და ბუნებრივია, რომ დაპირისპირება მისკენაა მიმართული. პატრიარქის ავტორიტეტის დაცემა ნიშნავს მართლმადიდებლობის დაცემას. 85 წელს გადაცილებული კაცია. აბსოლუტურად ნათელია, რაც ხდება. რასაც პეტრე ცაავა ლაპარაკობდა, სულ რომ ქრისტიანი არ იყო, მაინც შეგეშინდებოდა. პატრიარქი ილია მეორე არის დიდი ქრისტიანული სიმბოლო და მას სწორედ ამიტომ ებრძვიანცდილობენ, რომ წაბილწონ. არ გამოუვათ, ვერ მოერევიან! ეს არის დიდი სირცხვილი, რისი მოწმენიც ვართ...

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ