ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ, სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება-შპს ბლექ სი პეტროლიუმი 03.09.2026 21:59

23 აგვისტოდან შპს ბლექ სი პეტროლიუმის ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ, სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება, - ინფორმაციას შპს ბლექ სი პეტროლიუმი ავრცელებს.

 

მათივე თქმით, აღნიშნულს წინ უძღოდა გარდამავალი პერიოდი, ივლისის თვე და აგვისტოს პირველი 3 კვირა, როდესაც საწარმო რუსულთან ერთად ყაზახურ ნედლ ნავთობს გადაამუშავებდა.

 

„30 აგვისტოს, ყულევის პორტში შემოვიდა გემი KRITI LEGEND, რომელმაც BSP-თვის ლიბიური ნედლი ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა - 90 000 ტონამდე ტვირთი 3 ივლისს გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებშია მოწოდებული.

 

ამრიგად, ბლექსი პეტროლიუმის მიერ 1 და 31 ივლისს გაცხადებული ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმა წარმატებით განხორციელდა" - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ