27.01.2020 13:23
მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი გამოეხმაურა.
ბოდბეში, სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილება სამართლიანია. მისი თქმით, მღვდელმონაზონი მეუფე პეტრესავით ტყუილებს ლაპარაკობს და ჭორიკანაა.
"მახსოვს, ვინც არის მღვდელმონაზონი და მაგანაც გაიხსენოს. ტყუილებს ლაპარაკობს, ისევე როგორც მეუფე პეტრე“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობის თქმით, სინოდის სხდომის გამართვა ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი.
"სინოდის სხდომაზე რისთვის შევიკრიბოთ, მეუფე პეტრე რომ საბოლოოდ გავუშვათ? გნებავთ?! მაგასაც მოესწრებით”, - აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge