02.09.2026 12:29
ორი გავლენიანი გერმანელი ევროპარლამენტარი — ქრისტიან-დემოკრატი ნიკლას ჰერბსტი და სოციალ-დემოკრატი რენე რეპასი - სთავაზობენ EPP-სა და S&D-ს, დღევანდელი მყიფე თანამშრომლობა ფორმალურ, გერმანული ტიპის "დიდ კოალიციად" გადააქციონ.
POLITICO-ს ცნობით, მათი მთავარი არგუმენტია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური საყრდენი ევროპარლამენტში არასტაბილურია, ხოლო EPP ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი კანონების გასატანად სულ უფრო ხშირად ეყრდნობა მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფების ხმებს.
ჰერბსტსა და რეპასის სურთ შეთანხმებაში წინასწარ ჩაიწეროს საერთო პრიორიტეტები, დავების გადაწყვეტის მექანიზმები და წესები, რომლებიც ცენტრისტულ ძალებს ერთიანი ფრონტით მოქმედების საშუალებას მისცემს.
მათი აზრით, ეს ფონ დერ ლაიენის დღის წესრიგსაც უფრო პროგნოზირებადს გახდის.
ინიციატივა ჯერ მხოლოდ წინადადებაა — ორივე ევროპარლამენტარს საკუთარი პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელობა ოფიციალურ შეთანხმებაზე ჯერ არ დაუყოლიებია.
POLITICO აღნიშნავს, რომ იდეის ერთ-ერთი მთავარი მოტივი 2029 წლის არჩევნებამდე პოპულისტური და რადიკალური ძალების შესაძლო შემდგომი გაძლიერებაა.
ავტორ(ებ)ი :