Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/banner_carusel.php on line 21
Geotimes - სიახლეები
Welt Stimme: საქართველო და უზბეკეთი შუა დერეფნით რუსულ სატრანსპორტო გზებზე დამოკიდებულებას ამცირებენ 27.08.2026 14:02

გერმანული გამოცემა Welt Stimme წერს, რომ საქართველო და უზბეკეთი ტრანსკასპიურ, ე.წ. შუა დერეფანში მონაწილეობას აძლიერებენ, რათა ევროპასა და აზიას შორის დამატებითი სავაჭრო მარშრუტები შექმნან და რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო გზების მნიშვნელობა შეამცირონ.

 

 სტატიაში განსაკუთრებული როლი ენიჭება ფოთისა და ბათუმის პორტებს, რომლებიც უზბეკეთისა და ცენტრალური აზიის ტვირთებისთვის შავი ზღვისა და ევროკავშირის ბაზრისკენ გასასვლელად განიხილება.

 

Welt Stimme მსოფლიო ბანკის პროგნოზზე დაყრდნობით წერს, რომ 2030 წლისთვის შუა დერეფნის ტვირთბრუნვამ შესაძლოა 11 მილიონ ტონას მიაღწიოს — აქედან 4,4 მილიონი ტონა ტრანზიტული ტვირთი იქნება, ხოლო დაახლოებით 1,3 მილიონი ტონა — უზბეკეთიდან ევროპისკენ.

 

თბილისი და ტაშკენტი ასევე განიხილავენ უფრო ფართო ლოგისტიკურ ჯაჭვებს, რომლებიც ჩინეთსა და ინდოეთს ცენტრალური აზიის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქეთსა და ევროკავშირთან დააკავშირებს.


წყარო: Welt Stimme

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ