27.07.2026 22:04

„კიევში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხაკან ფიდანის ვიზიტმა აჩვენა, რომ თურქეთს მეტად აღარ ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავალობას. ანკარა მომავლისთვის ემზადება - მას სურს, რომ შავიზღვისპირეთის რეგიონის ომისშემდგომი უსაფრთხოების მთავარი არქიტექტორი გახდეს“, -  ნათქვამია თურქეთის სახელმწიფო რადიოტელემაუწყებლობის TRT-ის (Türkiye Radyo Televizyon) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში, სათაურით „შავი ზღვა - ანკარის ხედვითა და წესებით“ (ავტორი - ისმაილ თოღრული, ქახრამანმარაშის უნივერსიტეტის პოლიტიკური ისტორიის პროფესორი).

გთავაზობთ ანალიტიკურ პუბლიკაციას:

 

ხაკან ფიდანის ვიზიტმა უკრაინაში 15-16 ივლისს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საგარეოპოლიტიკური მოვლენა გახდა თურქეთში, ბოლო თვეების განმავლობაში. ვიზიტის  მნიშვნელობა ძალიან დიდია და სცილდება თურქეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების ჩარჩოებს.

 

ფაქტიურად საქმე ეხება ანკარის მიერ შავი ზღვის ახალი სტრატეგიის საჯარო დემონსტრირებას: თურქეთი ისწრაფვის, რომ მიიღოს და დაიმკვიდროს რეგიონში მდებარე საკვანძო (ძლიერი) ძალის მქონე ცენტრალური სახელმწიფოს სტატუსი და იყოს ევროპული უსაფრთხოების მომავალი სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი.

 

ბოლო წლებში თურქეთმა შეწყვიტა ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის განსაკუთრებული როლის შესრულება. დღეს ანკარა საკუთარ გეოპოლიტიკურ ხაზს აყალიბებს, დაფუძნებულს სტრატეგიულ ავტონომიაზე, ინტერესთან ბალანსზე და რეგიონულ ლიდერობაზე. სწორედ ამ კონტექსტში უნდა იყოს განხილული ხაკან ფიდანის ვიზიტი კიევში.

 

უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის დადასტურება ნიშნავს არა მარტო სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაგრძელებას, არამედ გადასვლას გრძელვადიან კავშირზე, რომელიც მოიცავს საკითხებს როგორც შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ასევე უკრაინის ეკონომიკის აღდგენის, სამხედრო მრეწველობის განვითარების, სატრანსპორტო კავშირისა და ენერგოუსაფრთხოების შესახებ.

 

ანკარისათვის უკრაინა შავიზღვისპირეთის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფოს წარმოადგენს. ნებისმიერი მცდელობა შავ ზღვაზე მხოლოდ ერთი ძალის დომინირების დამყარების მიზნით ობიექტურად ზღუდავს თავისუფალ მოქმედებას თვით თურქეთისთვისაც. ამიტომაც უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერა არის არა ემოციური ან იდეოლოგიური არჩევანი, არამედ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული სტრატეგიის ელემენტი.

 

თანაც ამ დროს პრინციპულად მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ: თურქეთის პოლიტიკა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, პირიქით - ანკარა რჩება პრაქტიკულად ერთადერთ მსხვილ სახელმწიფოდ, რომელსაც ერთდროულად გამოსდის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება მოსკოვთან, ინარჩუნებს პოლიტიკურ ღია არხებს კრემლთან ურთიერთობაში, მხარს უჭერს უკრაინას და რჩება ნატოს წევრად. სწორედ ასეთი მრავალვექტორულობა ხდება თურქეთის მთავარ დიპლომატიურ უპირატესობად.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თურქეთის მზადყოფნა უზრუნველყოს უკრაინა სამხედრო-საზღვაო უსაფრთხოების გარანტიებით. ბევრი ამ ნაბიჯს მხოლოდ სამხედრო ინტერპრეტაციას აძლევს, მაგრამ მისი რეალური მნიშვნელობა უფრო ფართოა.

 

ფაქტიურად თურქეთი თავისი მოქმედებით მეზობლებს სთავაზობს შავი ზღვის უსაფრთხოების მომავალი სისტემის ჩამოყალიბებას, საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალის ირგვლივ. საქმე ეხება ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფას, საზღვაო კომუნიკაციების უსაფრთხოების კონტროლს, ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციებს, უკრაინის სამხედრო-საზღვაო პოტენციალის აღდგენას, ერთობლივ პატრულირებას და მონაწილეობას საერთაშორისო უსაფრთხეობის მექანიზმებში, ომის დასრულების შემდეგ.

 

მსგავსი როლის შესრულება სრულიად შეესაბამება თურქეთის შესაძლებლობებს. თურქეთი ფლობს რეგიონში ყველაზე თანამედროვე სამხედრო-საზღვაო ფლოტს, უმსხვილეს გემთმშენებელ ქარხნებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და რაოდენობით მეორე არმიას ნატოს წევრებს შორის.გარდა ამისა, სწორედ თურქეთი აკონტროლებს ბოსფორისა და დარდანელის სტრატეგიულ სრუტეებს მონტრეს კონვენციის საფუძველზე, რაც ანკარას შეუცვლელ მოთამაშედ აქცევს შავი ზღვის ნებისმიერი უსაფრთხოების სისტემაში.

 

არსებითად, ანკარა დემონსტრირებს იმას, რომ იყოს სტაბილურობის მთავარი გარანტორი შავი ზღვის რეგიონში, ომის შემდეგ.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ხაკან ფიდანის უკრაინაში ვიზიტის დიპლომატიური ასპექტი. დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად არ დარჩა ისეთი სახელმწიფო, რომელსაც აქვს უნარი  განავითაროს მდგრადი პოლიტიკური დიალოგი კიევთან, მოსკოვთან, ვაშინგტონთან, ბრიუსელთან და „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებთან, თურქეთს კი ამგვარ შესაძლებლობებს ინარჩუნებს.

 

სწორედ ამიტომ ანკარის დიპლომატიური რესურსები დღეს მნიშვნელოვნად უფრო მეტია და უფრო მაღალი, ევროპული სახელმწიფოების უმეტესობასთან შედარებით. სტამბოლის მოლაპარაკებების გამოცდილებამ, მარცვლეულით ვაჭრობის ინიციატივამ შავი ზღვის რეგიონში და ტყვეების მრავალგზისმა გაცვლამ თურქეთის ინიციატივით აჩვენა, რომ თურქეთის გარეშე მშვიდობიანი გადაწყვეტილების ძიება მნიშვნელოვნად გართულდება.

უფრო მეტიც, ხაკან ფიდანის კიევში ვიზიტი აძლიერებს თურქეთის  როგორც რუსეთ-უკრაინის სამომავლო მოლაპარაკების ორგანიზატორის  პოზიციებს. ანკარამ არამარტო შეინარჩუნა ორივე მხარის ნდობა, არამედ დაამტკიცა კიდეც თავისი უნარი - გადააქციოს დიპლომატიური ინიციატივები რეალურ პოლიტიკურ შედეგად.

 

უფრო ფართო გეოპოლიტიკური განზომილებით, მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციის დემონტრაციას წარმოადგენს: შავი ზღვა თანდათანობით ყალიბდება მსოფლიო პოლიტიკის თვითმოქმედი ცენტრის სახით. აქ ერთმანეთს კვეთს რუსეთის, ნატოს, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და რეგიონული ქვეყნების ინტერესები. ამ პირობებში თურქეთი ცდილობს არ დაუშვას  რეგიონის გადაქცევა დიდი ქვეყნების უკონტროლო დაპირისპირების არენად.

 

ანკარა მეზობლებს სთავაზობს ალტერნატიულ მოდელს - რეგიონული უსაფრთხოების ისეთ სისტემას, რომელშიც საკვანძო როლს თვითონ შავი ზღვის ქვეყნები შეასრულებენ, მაგრამ პოლიტიკურად წამყვანი თურქეთი იქნება.  ეს ყველაფერი ბოლო წლების თურქეთის საგარეო პოლიტიკას სავსებით შეესაბამება. თუ ადრე თურქეთი განიხილებოდა როგორც სახელმწიფო, რომელიც თავისი ნატოელი მოკავშირეების სტრატეგიას ახორციელებდა, დღეს თურქეთი თვითონ აყალიბებს თამაშის წესებს როგორც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ასევე სამხრეთ კავკასიაში, სირიაში, ლიბიაში, ცენტრალურ აზიაში და სულ უფრო აქტიურად - შავი ზღვის რეგიონში.

 

სწორედ ამიტომ ხაკან ფიდანის ვიზიტი კიევში უნდა შეფასდეს არა როგორც ცალკე დიპლომატიურ მისიად, არამედ როგორც ანკარის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილად, რომელიც მიმართულია თურქეთის გადასაქცევად დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ პოლუსად.

 

მთავარი დასკვნა გამოიხატება იმაში, რომ თურქეთი არ იზღუდება მხოლოდ საშუამავლო როლით რუსეთსა და უკრაინასთან მიმართებით. თურქეთი ისწრაფვის გახდეს ისეთი სახელმწიფო, რომლის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მშენებლობა. და თუ ეს კურსი შენარჩუნდება, სწორედ ანკარა იქნება მთავარი გამარჯვებული ომისშემდგომი გეოპოლიტიკური წესრიგის შექმნაში, აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის აუზის მასშტაბით.

 

 

წყარო:

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ