სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
GE EN RU

ქალაქ დმანისში, ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა.

 

დაპირისპირებული მხარეები ხელკეტებით არიან შეიარაღებულები და ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან.

 

ადგილზე მობილიზებულია შს სამინისტროს წარმომადგენლები.

 

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინაც მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები