ჯეიჰუნ ბაირამოვი – აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით არაერთი პროექტი არსებობს, ეს მნიშვნელოვ
დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ უფრო ფართო გეოგრაფიის, ენერგეტიკული უზრუნველყოფის რუკას ცვლის. ზოგიერთ პროექტს დიდი ისტორია აქვს, ზოგიერთი ახალია, ზოგიერთი კი მიმდინარეობის პროცესშია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ბაქოში ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.