შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მათ ხუთი რუსული სამხედრო თვითმფრინავისა და ერთი ვერტმფრენის ჩამოგდება შეძლეს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მხარე არ ადასტურებს.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით კი, განადგურებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ასევე მწყობრიდან არის გამოყვანილი ავიაბაზების სამხედრო ინფრასტრუქტურა.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ სახელმწიფოს თავდაცვის ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და იკავებენ, ინარჩუნებენ თავდაცვით პოზიციებს, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არაერთ ქალაქსა და დასახლებაში ისმის აფეთქებების ხმა და ხორციელდება სარაკეტო დარტყმები.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge