პარასკევი, 27 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ანა ჯაფარიძე მსოფლიო გრანპრის გამარჯვებულია 27.11.2026 18:51

 

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიო პარატაეკვონდოს გრანპრის ფინალურ ტურნირზე ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

K44 კლასში, 52 კგ წონით კატეგორიაში, ქართველმა პარაათლეტმა ფინალურ შეხვედრაში უზბეკეთი უმიდა მამარაჯაბოვა 2:0 დაამარცხა. ჯაფარიძემ ორივე რაუნდი დიდი უპირატესობით მოიგო - 10:2 და 13:5.

მსოფლიო გრანპრის ფინალი პარატაეკვონდოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრებაა.

მსოფლიო გრანპრის ფინალურ შეჯიბრზე ანა ჯაფარიძის მონაწილეობა საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ