07.10.2026 20:07
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა - 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დაამარცხა.
აღსანიშნავია რომ, გრიგალაშვილმა მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მეექვსედ იჭიდავა და ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა (2022, 2023, 2024, 2026).
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია - მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.