სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტია 08.09.2026 19:34

„ფრანს ფუტბოლმა" 30 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, ვინც ოქტომბერში „ოქროს ბურთისთვის" იბრძოლებს - ნომინანტთა შორის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია.

ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის ოქროს ბურთის (Ballon d'Or) 30 ნომინანტს შორის დაასახელეს კანდიდატთა სია France Football-მა და უეფამ დღეს გამოაქვეყნეს.

 

გასულ სეზონში ქართველი თავდამხმელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მან „პარი სენ-ჟერმენთან" ერთას საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა (ზედიზედ მეორედ) მოიგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანს არაერთი მხარდამჭერი ჰყავს მთელ მსოფლიოში, რომლებიც კვარაცხელიასთვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს გადაცემას ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.

ქართველი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის" ნომინაციაში კარიერის მანძილზე ზედიზედ მესამედ მოხვდა. 2025 წელს კვარაცხელიამ საბოლოო რეიტინგში მე-13 ე ადგილი დაიკავა.

 

ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის არიან:

 

ხვიჩა კვარაცხელია, პაუ კუბარსი, ჯუდ ბელინგემი, მარკ კუკურელია, უსმან დემბელე, ბრუნო ფერნანდეში, ლუის დიასი, ერლინგ ჰოლანდი, გაბრიელ მაგალიაეში, აშრაფ ჰაკიმი, ჰარი კეინი, ლამინ იამალი, სადიო მანე, მარკინიოსი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, ნუნუ მენდეში, ლიონელ მესი, მაიკლ ოლისე, ჟოაო ნევეში, უილიამ პაჩო, ხულიან კინიონესი, დეკლან რაისი, როდრი, დაიოტ უპამეკანო, ფერან ტორესი, ფაბიან რუისი, უილიამ სალიბა, ვიტინია და ვინისიუს ჟუნიორი.

 

"ოქროს ბურთის" 70-ე დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრესტიჟული ჯილდოს ცერემონია ლონდონში ჩატარდება.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ