28.08.2026 21:40
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი გამართა - ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე მონტენეგროს უმასპინძლა და 101:74 დაამარცხა.
ამ მოგებას კატარისკენ მიმავალ მსოფლიო ჩემპიონატის გზაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს უკვე 4 მოგება აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს მონტენეგროსთან იყოფს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს პორტუგალიასთან სტუმრად გამართავს. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის შემდეგ A და B ჯგუფების სამ-სამმა საუკეთესო გუნდმა ექვსგუნდიანი ჯგუფი შექმნა. ქულები ყველას გადაჰყვა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ექვსი ნაკრებიდან მხოლოდ სამი გადის, შესაბამისად, დარჩენილ ექვს შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ესპანეთს, ალბათ, ვერავინ გაასწრებს, დარჩენილი ორი ადგილისთვის კი გააფთრებული ბრძოლა გაჩაღდება.
ავტორ(ებ)ი :