კვირა, 22 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება არ ეხება ე.წ. ინვიტრო განაყოფიერებას 22.11.2026 15:17

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ ეხება ე.წ. ინვიტრო განაყოფიერებას.

„აქ არის ორი მიმართულება, ერთია ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება. ეს რჩება ისე, როგორც არის, ბევრი ფაქტორის და მიზეზის გამო, საკმაოდ ობიექტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. რა თქმა უნდა, დარჩება ისევე მკაცრი რეგულირების ქვეშ, როგორც არის“, – აღნიშნა კირცხალიამ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე აღინიშნა, ამ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.


 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ