კვირა, 8 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ქობულეთში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრი გაიხსნა 07.11.2026 11:41

 

ქობულეთში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

სერვისცენტრი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, ადგილზე, უმოკლეს ვადაში, „ერთი ფანჯრის პრინციპის" ფარგლებში, შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურებები.

ცვლილება მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის მომსახურების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და მათთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნას.

სერვისცენტრი მოქალაქეებს ყოველდღე, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, შოთა რუსთაველის ქუჩა № 136გ-ში მოემსახურება.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ