კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
"ნათლობის საიდუმლოება არის საშუალება სულიერი აღორძინების, ბოროტებისგან და ეშმაკის ტყვეობისგან განთავისუფლების" - შიო III-მ აჭარაში მასშტაბური ნათლობის მსახურება აღავლინა 25.10.2026 18:26

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს აჭარაში 1300-მდე ადამიანი მონათლა. უწმინდესმა საყოველთაო ნათლობა ზემო აჭარაში, სხალთის ეპარქიაში - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის ეზოში აღავლინა, რის შემდეგაც პატრიარქმა ნათლულები დალოცა. აღსაყდრების შემდეგ, შიო მესამე მაღალმთიან აჭარას პირველად სტუმრობს.

იქ იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. მასშტაბური ნათლობის ცერემონიის შემდეგ ტაძრის ეზოში შეკრებილ მრევლს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა, რომელმაც რწმენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შიო III-მ თავის ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნათლობის საიდუმლო სულიერი აღორძინებისა და ქრისტეს ეკლესიასთან შეერთების უმნიშვნელოვანესი გზაა.  

"ნათლობის საიდუმლოება, მოგეხსენებათ, არის საშუალება სულიერი აღორძინების, ბოროტებისგან განთავისუფლების, ეშმაკის ტყვეობისგან განთავისუფლების. მაგრამ, პირველ ყოვლისა ნათლობის საიდუმლოება ეს არის ეკლესიასთან შეერთება, ეს არის კარი ქრისტეს ეკლესიაში.

თუ ჩვენ მტკიცედ ვიდგებით და შეურყევლად ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი ეროვნული ფასეულობების საფუძვლებზე, ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იქნება, დედა ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და ჩვენ დავძლევთ ყოველგვარ განსაცდელებს და საქართველო გაძლიერდება და გამთლიანდება.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ახალნათელღებულები, ძვირფასო ახალნათელღებულებო, გლოცავთ, ძვირფასო ნათლიებო, მშობლებო, ახალნათელღებულთა ოჯახის წევრებო, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

მინდა დავლოცო მთელი აჭარა და დღეს აქ მობრძანებული ადამიანები, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ