კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
25 ოქტომბერს იერუსალიმის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულია 24.10.2026 22:47

გილოცავთ! 25 ოქტომბერს იერუსალიმის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულია. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს

 

იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, ქრისტეს ამაღლებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ შეუქმნია ლუკა მახარებელს გეთსიმანიაში.463 წელს ხატი კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. ბიზანტიელთა მხედრობამ მისი მეოხებით უკუაქცია მომხდური სკვითების ლაშქარი. 988 წელს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი კორსუნში (ხერსონში) გადააბრძანეს და ახალნათელღებულ მოციქულთასწორ მთავარ ვლადიმირს უბოძეს. როცა ნოვგოროდელებმა ქრისტიანობა მიიღეს, ვლადიმირმა ხატი მათ გადასცა საჩუქრად. 1571 წელს ივანე მრისხანემ დაარბია ქალაქი და სიწმიდე მოსკოვის მიძინების ტაძარში გადააბრძანა. ნაპოლეონის თავდასხმის შემდეგ იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი უკვალოდ გაქრა. სანაცვლოდ მიძინების ტაძარში მისი ზუსტი ასლი იქნა დასვენებული. 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ