პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება - თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო 16.10.2026 14:25

16-25 ოქტომბერს თიბისი ტექსკოლა უფროსკლასელებს ორ ახალ, უფასო სასწავლო კურსზე იწვევს: „Python ხელოვნური ინტელექტისთვის" და „ხელოვნური ინტელექტი კონცეფციიდან პროდუქტამდე".


თიბისიმ განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერების მოშლით საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეს, თიბისი სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლოს თანამედროვე ტექნოლოგიები და მიიღოს ხარისხიან განათლებაზე წვდომა. ტექსკოლაში სწავლა სრულად უფასოა და ონლაინ მიმდინარეობს. კურსებს შესაბამის სფეროებში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები გაუძღვებიან.

 

„Python ხელოვნური ინტელექტისთვის" და „ხელოვნური ინტელექტი კონცეფციიდან პროდუქტამდე" კურსებზე, მოსწავლეები იდეიდან რეალური პროექტის შექმნამდე ხელოვნურ ინტელექტს ასისტენტად იყენებენ, სწავლობენ პრობლემების გადაჭრასა და ციფრული პროდუქტების შექმნას. პრაქტიკული გამოცდილებით ისინი განივითარებენ სისტემურ და კრიტიკულ აზროვნებას, პროექტის მართვისა და AI-ის გააზრებულად გამოყენების უნარებს, რაც საკუთარი ინტერესების აღმოჩენასა და მომავალი პროფესიის არჩევაშიც დაეხმარებათ.

 

თიბისი ტექსკოლა უკვე სამი წელია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 9-12 კლასის მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. შვიდი ნაკადის განმავლობაში პროგრამას 5000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. ტექსკოლის საგანმანათლებლო პროგრამები „ჯეოლაბთან" პარტნიორობით ხორციელდება.

გაიგე დეტალური ინფორმაცია და დარეგისტრირდი 25 ოქტომბრამდე.

თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის.

(R)

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ