კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ39-კმ45 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა 03.10.2026 16:51

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და მოსალოდნელი ლიპყინულის წარმოქმნის გამო, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ39-კმ45 მონაკვეთზე დასაშვებია მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ12-კმ38 და კმ46-კმ72 მონაკვეთებზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ