ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის იმთავითვე იყო ცნობილი, იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ცილისწამებისთვის 16.09.2026 10:11

პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ჯაღმაიძე აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აზიარებს.

 

„განსაკუთრებით იმ პერიოდში ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე.

 

ეს საჯაროდ დაადასტურა პრემიერმა და იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის", - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა. იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, სამ მილიონსაც კარგად აითვისებდა".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ