15.09.2026 13:27
12 სექტემბერს ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის AD BLACK SEA 2026-ის მეათე, საიუბილეო ღონისძიების დახურვა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამდღიანმა ფესტივალმა შემოქმედებითი ინდუსტრიის ქართველ და საერთაშორისო წარმომადგენლებს უმასპინძლა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ცენტრია.
AD BLACK SEA-ის უცვლელი პარტნიორი უკვე ათი წელია თიბისია. ფესტივალის მხარდაჭერით, თიბისი წლებია ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ხედვების გასავითარებლად, პროფესიული გამოცდილების გასაზიარებლად და ადგილობრივი ინდუსტრიის საერთაშორისო შემოქმედებით საზოგადოებასთან დასაკავშირებლად.
AD BLACK SEA 2026 კონკურსში თიბისის კამპანიებმა ჯამში 9 ჯილდო მიიღო:
100 დამალული ჩანაწერი | ინოლა გურგულია
ფესტივალის გრან-პრის მფლობელები სააგენტოები Playmakers და Windfor's Tbilisi გახდნენ. კონკურსის 13 ძირითად კატეგორიაში წარმოდგენილი ნამუშევრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეულმა 30-ზე მეტმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა.
თიბისის მხარდაჭერის ნაწილია Young Creative-ის ნომინაციაც, რომელიც უკვე მეოთხედ გაიმართა და ახალგაზრდა ქართველ შემოქმედებს პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ძალების წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. წელს ამ კატეგორიაში გამარჯვება ანასტასია ბეჟიტაძემ კამპანიისთვის „Flags of Victory" მოიპოვა.
ფესტივალის წლევანდელი კონცეფციის მთავარი თემა იყო „ON THE EDGE" - იქ სადაც ცვლილებები იწყება, გაურკვევლობა კი ახალი იდეებისა და ინოვაციების წყაროდ იქცევა და სწორედ ამ ზღვარზე იბადება ის, რაც გუშინ შეუძლებელი ჩანდა. ფესტივალის მთავარ სცენაზე მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები, მათ შორის დევიდ დროგა, სინდი გელოპი, ნატაშა ჯენი, იოჰანა იასკოვსკა და სხვა პროფესიონალები წარდგნენ.
მე-10 საიუბილეო გამოშვებამ AD BLACK SEA-ის ათწლიანი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი შეაჯამა და კიდევ ერთხელ გამოკვეთა თიბისის გრძელვადიანი მხარდაჭერის როლი საქართველოს კრეატიული ეკოსისტემის განვითარებაში.
ავტორ(ებ)ი :