ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
GE EN RU
„ტემპერატურა მოიმატებს და +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება“ - სექტემბრის გრძელვადიანი პროგნოზი 09.09.2026 23:07

 

„სექტემბრის პირველი ნახევარი წვიმიანი და შედარებით გრილი იქნება. მეორე ნახევრიდან პირიქით, ნაკლები ნალექი იქნება და ტემპერატურაც მოიმატებს.

 სექტემბრის თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება, რაც კლიმატურ ნორმაზე მაღალი მაჩვენებელია.

ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. შავი ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერი +28, +29 გრადუსამდე გათბება, კოლხეთის დაბლობზე კი შესაძლოა +37, +38 გრადუსს მიაღწიოს. დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში ტემპერატურა +33, +34 გრადუსამდე მოიმატებს, მაღალმთიან ზონაში კი +28 გრადუსამდე იქნება.

ქართლსა და კახეთში ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა +37, +38 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ტემპერატურა +30 გრადუსამდე იქნება.

სექტემბერში ნალექების რაოდენობა, სავარაუდოდ, საშუალო მრავალწლიური მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

, თბილისში სექტემბერში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით +22 გრადუსი იქნება. ცალკეულ დღეებში კი ტემპერატურამ შესაძლოა +38 გრადუსს მიაღწიოს

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ