ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად მივიღებთ სტუდენტებს უმაღლესი მიმართულებით - თამარ იოსელიანი 09.09.2026 20:36

 

„იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ და ქვეყანა სატრანსპორტო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს, უმნიშვნელოვანესია როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ტექნოლოგიები და ადამიანური რესურსი" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „დღის ქრონიკაში" საუბრისას.

როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ამ მიმართულებით წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამდა და 2012 წლიდან დღემდე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სახელმწიფოს 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

„2012 წელს ჩვენ თუ გვყავდა 8000 მეზღვაური, დღეს უკვე გვყავს 21 000 მეზღვაური, რაც ნათლად აჩვენებს ინტერესის ზრდის ტენდენციას . წელს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში კონტინგენტის მიღება გავაორმაგეთ. წინა წელს თუ ჩვენ ვიღებდით 450 სტუდენტს, წელს უკვე 900-მდე სტუდენტის მიღების საშუალება გვქონდა. ამასთან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად შევძლებთ უმაღლესი მიმართულებით სტუდენტების მიღებას. იდგმება ნაბიჯები იმისთვის, რომ წლიდან წლამდე გავაუმჯობესოთ როგორც სწავლის ხარისხი, ასევე დავნერგოთ ის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ ძალიან კვალიფიციური კადრები", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ