09.09.2026 17:54
ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან, ზღვაში, ავარიულად დაეშვა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქული მედიის ინფორმაციით, კერძო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ორი ბელგიელი მამაკაცი იმყოფებოდა, ბათუმიდან ორდუ-გირესუნის აეროპორტისკენ მიფრინავდა, როდესაც, ტექნიკური გაუმართაობის გამო, რიზეს პროვინციის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა.
მაშველებმა ორივე მათგანი თვითმფრინავიდან გამოიყვანეს და ნაპირზე გადაიყვანეს. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით ქაჩქარის სახელმწიფო საავადმყოფოში მოათავსეს.
ავტორ(ებ)ი :