საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს 01.09.2026 16:39

 

საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის წარდგენა 2026 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით შეუძლიათ.

პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე, 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ვებგვერდზე - vacancy.hr.gov.ge.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ