სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა 31.08.2026 19:59

 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერი გამოაცხადა.

სამინისტროს ინფორმციით, პროექტები მოიცავს მესტიის, წყალტუბოს, ყვარლის, ზუგდიდის, დუშეთის, მცხეთის, კასპის, გორის, ქედის, ბორჯომის, საგარეჯოს, ახმეტის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში და თბილისში მდებარე სკოლების აღდგენით სამუშაოებს.

მათ შორისაა დაბა მესტიის №1, სოფლების - საყულიის, ჭიკაანის, საბუეს, ახალსოფლის N2, დარჩელის N2, ქვეშეთის, ბაზალეთის, საკრამულის, ქსოვრისის, ლამისყანის, უფლისციხის, წონიარისის, უდაბნოს, ვაჩიანის, დაბა ახალდაბის, ბორჯომის N3, ახმეტის №2, წყალტუბოს №3 და თბილისის №221 (კომაროვის სახელობის სკოლის დიდი დიღმის ფილიალი) საჯარო სკოლები.

გათვალისწინებულია სკოლების შენობების ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე განახლების დეტალური გეგმის მომზადება, რაც მოიცავს როგორც სრულ რეაბილიტაციას ასევე საჭიროების შემთხვევაში გამაგრების სამუშაოებს

პროექტების ფარგლებში მოწესრიგდება სკოლების ძირითადი ინფრასტრუქტურა, განახლდება სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეები და ადაპტირდება თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის მოთხოვნების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საინჟინრო კომუნიკაციების გაუმჯობესებას - გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების განახლებას.

სკოლების რეაბილიტაციის შედეგად მოსწავლეებისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ